ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ კასპში დასრულდა ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რეაბილიტირებული შენობა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„კულტურის სახლს, რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის დასრულებამ უზრუნველყო სამუშაო და სამეცადინო პირობების გაუმჯობესება. ცენტრს ექნება როგორც კულტურული ასევე, საგანმანათლებლო დატვირთვა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელიც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ბამა“ -მ განახორციელა“, - აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.



„თიბისი“ - სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ
ცუცქირიძე - თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს - უნდა დაისაჯონ დამნაშავეები
თბილისში, იუსტიციის სახლთან აქცია იმართება
კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi შეიქმნა