
შუახევის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, კედლის მოწყობა დაგეგმილია 65-ზე მეტ ლოკაციაზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 805 018 ლარამდე დაიხარჯება.
"სამუშაოები ერთდროულად სხვადასხვა სოფლებში მიმდინარეობს, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულებულია. 10-ზე მეტ ღონისძიებაზე გამოცხადებულია ტენდერი, პარალელურად ხორციელდება შესყიდვები პროექტებისა, რომლებიც ტენდერების დასრულებისა და პროცედურების გავლის შემდეგ განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან ერთად, დაბა შუახევში და სოფელ ნიგაზეულში გაეცნო.
დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე აშენდა ფერდსამაგრი კედელი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. აქვე დაგეგმილია საცხოვრებელი სახლის გადახურვა და გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სოფელ ნიგაზეულში პროექტის ფარგლებში დასრულდა მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |