
„თიბისი“ კონსულების პროექტს იწყებს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს თანხის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.
კონსული არის მედიატორი ბანკსა და მომხმარებლებს შორის და ის თიბისის პროდუქტების შეთავაზებასა და გაყიდვას ახორციელებს პლატფორმის მეშვეობით.
„თიბისის“ კონსულს შესაძლებლობა ექნება, საბანკო პროდუქტებით დაინტერესებული ადამიანები დააკავშიროს თიბისის და პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, მიიღოს ანაზღაურება.
იმისათვის, რომ „თიბისის“ კონსული გახდე, საჭიროა რეგისტრაცია გაიარო ვებ-გვერდზე www.tbcconsuli.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი პლატფორმაზე უნდა დაარეგისტრირო იმ პირების მონაცემები, ვინც დაინტერესებულია რომელიმე საბანკო პროდუქტით.
შემდგომი პროცესი კი ასეთია:
1. დარეგისტრირებული პირი მიიღებს SMS შეტყობინებას თიბისისგან, რომელზეც დასტური უნდა განაცხადოს;
2. დასტურის შემდეგ მას დაუკავშირდება თიბისის წარმომადგენელი;
3. ყველა შემდეგი ნაბიჯი განხორციელდება ბანკში არსებული სტანდარტული პროცესების შესაბამისად.
მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლია მიიღო ვებ-გვერდიდან: https://tbcconsuli.ge/#/

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |