გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს

შეერთებული შტატების შემდეგ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აცხადებს. ამ სახელმწიფოს ელჩმა პიტერ ფიშერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს ფინანსურ დახმარებაზე აისახება.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ ვართ განვითარების ერთ-ერთი უდიდესი დონორი საქართველოში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოს წინაშე, შესაბამისად, არ არსებობს ახალი ფინანსური ვალდებულებები გერმანიიდან საქართველოს მიმართ“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა.

გარდა ამისა, დიპლომატმა განაცხადა, რომ გერმანიამ ადრე გააუქმა სხვადასხვა ღონისძიებები საქართველოში და უარი თქვა სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე.

„გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა გააუქმეს მონაწილეობა „Noble Partner“ წვრთნებში. ჩვენ გავაუქმეთ დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო ბერლინში. განვიხილავთ შემდგომ მოქმედებებს“.

გერმანიის ელჩი ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საქართველოს ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან გადახრის გამო, უფრო სწორედ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ანტიევროპულ რიტორიკას.

„საქართველოში ელჩობა ჩემი მეშვიდე დავალებაა და საგარეო პოლიტიკაში ისეთი ცვლილება, როგორც ამ წლის პირველ ნახევარში, არასდროს მინახავს. ბევრი ობიექტური ფაქტორია. მათ შორის არის ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონი, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან. ამ კანონით ევროკავშირში ვერ შეხვალ... 30 წელია ვმეგობრობთ და უცებ გასაკვირია, რომ გავხდით ფაშისტები, ტერორისტები, ჩვენი პარტნიორები ასეთი რიტორიკით არ საუბრობენ. თუ ხელისუფლება მეგობრების მიმართ შეუფერებელ რიტორიკას იყენებს, მეგობრობა იცვლება“.



კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ
სალივანი - საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს
სი ძინპინი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია
ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“