რუსეთთან ინდოეთის დაახლოების გამო შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის თქმით, თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობს ცალსახად აღნიშნავს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ გადავხედავთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებს, რომ ვნახოთ, რაზე ისაუბრა მან. ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობს, ცალსახად აღნიშნავს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს გაეროს წესდებას, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მილერმა.
შეგახსენებთ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |