თუ თბილისის მიერ შემოთავაზებული „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს, ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული იქნება, საქართველოსთან ურთიერთობას ფუნდამენტურად გადახედოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინე ჟან-პიერმა 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
პრესმდივანის თქმით, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს აშორებს.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა და ველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.
მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი პოტენციური ვეტოს გადალახვას, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს. ნუ დავივიწყებთ ნატო-საც. ქართველი ხალხი აფიქსირებს თავის შეხედულებებს ამ კანონმდებლობის შესახებ, აპროტესტებს ქუჩებში, როგორც თქვენ, ყველამ გაავრცელეთ ამ შაბათ-კვირას. ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სადაც ათიათასობით მშვიდობიან მომიტინგეს ვერ აფერხებს დაშინების ტაქტიკა და ისინი ეუბნებიან მთავრობას, უარი თქვან ამ კანონმდებლობის მიღებაზე, რადგან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ ის თუ ამ კანონმდებლობას მიიღებს, გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან“, - აღნიშნა თეთრი სახლიოს პრესმდივანმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |