საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა ლოცვის არსის დამახინჯებაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის,- ამის შესახებ ნათქვამია განმარტებაში, რომელსაც საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა ლოცვის არსის დამახინჯებაა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის.

ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება.

შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო",- ნათქვამია განმარტებაში.



„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-ის საუკეთესო დილერის სტატუსს ინარჩუნებს
რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინა საბოლოო წერტილი არ არის
სერგეი ლავროვი - უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების იდეა ჯერჯერობით „კიევის რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობას ჰგავს“