წარმატებული თამაშის აპლიკაცია საქართველოში და მისი შემქმნელი

მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერვიუ საქართველოში უკვე კარგად ათვისებული გასართობი აპლიკაციის, რომლის სახელია: MAFIA, (mafia online with video chat) ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ბიზნესის მფლობელთან, და აღმასრულებელ დირექტორთან mike keskinidis-თან. (მაიკ კესკაინაიდი).

-მაიკ, მოგესალმებით, პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ რომ დამთანხმდით ინტერვიუზე, გაგვეცანით, გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ ხართ?

-მე ვარ მაიკი, აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი PA-დან, აშშ. ჩემი სახლი არის აშშ-ში, ვმოგზაურობ ძალიან ბევრს, მათ შორის 2 წელი ვიცხოვრე საქართველოში, ვიყავი ევროპის უმეტესს ქვეყნებში, ავსტრალიაში, ახალ ზერლანდიაში აშშ-ს 30 შტატში, ვაკეთებდი ორმხრივ მოგზაურობას რუსეთში, მანქანით, (9 თვე დასჭირდა დასრულებას), ახლა ბელორუსიაში ვცხოვრობ, აქ პატარა შვილი მყავს, ძალიან მალე ვგეგმავთ ამერიკაში დაბრუნებას. კიდევ რამოდენიმე წინადადება მინდა გითხრათ ჩემს შესახებ, დავიბადე სანკტ-პეტერბურგში, ვიცი რუსული და ინგლისური, აშშ-ში ვცხოვრობ 10 წელზე მეტია, ჩემი მშობლები ცხოვრობენ საქართველოში. მე ვმუშაობდი ფილადელფიია რადიოსადგურზე, ასევე ვმუშაობდი გაზეთ ფილადელფიაში.

-როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ცხოვრობდით საქართველოში, როგორ გაიხსენებდით საქართველოში გატარებულ წლებს?

-თითქმის 2 წელი ვცხოვრობდი საქართველოში, ჩემი შვილი საქართველოში დაიბადა, თბილისში. საქართველო კარგი ქვეყანაა, ლამაზი ბუნება, ლამაზი მთები, ზღვა. ხშირად დავდიოდით თბილისიდან ბათუმში, გზად ვსტუმრობდით სხვადასხვა ქალაქებს :(გორი, ქუთაისი, ურეკი, ფოთი და სხვა). ხალხი ძალიან კეთილია, მათ კარგი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა ერების მიმართ, აქვე მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამას.

-საინტერესოა თქვენი ბიოგრაფია, ძალიან დიდი მადლობა, ახლა გადავიდეთ უშუალოდ აპლიკაციის შესახებ, როგორ გაჩნდა აპის შექმნის იდეა?

-მადლობა, სიამოვნებით გიპასუხებთ.როცა მსოფლიო მოიცვა covid-მა (კოვიდ ვირუსმა) მეგობრები ვეღარ ვიკრიბებოდით მაფიის სათამაშოდ, ასე გაჩნდა იდეა სახლიდან გაუსვლელად გვეთამაშა მაფია, ასე გადავწყვიტეთ შეგვექმნა აპლიკაცია.

-როგორ გახდა პოპულარული საქართველოში აპლიკაცია? თქვენ უკვე ათასობით ქართველი მომხმარებელი გყავთ, მათ შორის მეც,სამი თვეა რაც მოვიხმარ თქვენს აპლიკაციას, ჩემთვის იდეალური წყაროა გასართობად, გონების სავარჯიშოდ, რაც მთავარია ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მსურველითვის.

-პირველ რიგში ეტაპობრივად ვახდენ აპლიკაციის რეკლამირებას და როგორც ჩანს, ფაქტია, მოსწონს ხალხს ჩემი შეთავაზებული პროდუქტი, ასე ვახდენთ განვითარებას საქართველოში, და ზოგადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

-სამომავლო გეგმების შესახებაც რომ მომიყვეთ, რას გეგმავთ?

-ჩვენ ახლახანს აპლიკაციას დავამატეთ სხვადასხვა ფუნქციები, რომელშიც მოცემუკია ავატარები, მორგებული ფერის სქემები, ოთახის პარამეტრები, დინამიკის როტაცია, წინ მართლა ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს განსახორციებელი, იდეების სია დიდი მაქვს.

-და ბოლოს, რამდენ ქვეყანაში არის აპლიკაცია ხელმისაწვდომი, კიდევ რომელი ქვეყნების ბაზრის ათვისებას გეგმავთ?

- თამაში ხელმისაწვდომია მთელს მსოფლიოში.ჩვენ გვყავს 15000 მომხმარებელი, აქედან უმეტესობა ქართველია. გვყავს მომხმარებლები, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, სამხრეთ კორეიდან, სამომავლოდ გვინდა გავფართოვდეთ სხვადასხვა ქვეყნებში, უმეტესად ჩვენი მიზანია: ევროპა, აშშ, და შესაძლოა აზიაც, ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყანაა ინდოეთი, სადაც წარუმატებელი მცდელობა გვაქვს) -მაიკ, ძალიამ დიდი მადლობა საინტერესო და სასიამოვნო ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ! 

 აპლიკაციის ლინკის მისამართია: mafia-game.net

მოამზადა: ნინია ბარამიძემ.


 

 



„თიბისის“ გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
მელონი - ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, უკრაინა მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო მდგომარეობაში ჩავაყენოთ
ირაკლი კობახიძე - მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რეალურია