არსებული ინფორმაციით ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერები საქართველოში იმყოფებიან. "ფაქსინტერნიუსს" მკითხველებმა მიაწოდეს ფოტო, რომელიც გადაღებულია რესტორან "ფშავის ჩემპიონში" წუხელ ღამით. წყაროს ინფორმაციით, კადიროველებმა რესტონარშნი ცხვრის ხორცისგან დამზადებული ხინკალი ჭამეს.
დღეს დილით კორტეჟი ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის გვერდით ნახეს.
ერთ-ერთი ავტომობილი გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ასლამბეკ ახმეტხანოვის ინსტაგრამის ძველ პოსტში იგივე ნომრებით ავტომობილი ჩანს.
გამოცემა „კავკასიური კვანძი“ წერდა, რომ ახმეტხანოვი კომპანია Yug-Oil-ის მფლობელია. 2020 წელს მას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა უკანონო საბანკო საქმიანობისთვის. ახმეტხანოვის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი "კავკასიური კვანძის" წყაროებმა დაადასტურა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არის ჩეჩნეთის ავტორიტეტი, მეტსახელად "დაწყევლა".
2020 წლის აპრილში ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რესპუბლიკის მუფთი და მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ ასლამბეკ ახმეტხანოვთან და უსაყვედურეს მას ქალების გარემოცვაში ალკოჰოლის დალევის გამო. ახმეტხანოვმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ბოდიში მოიხადა.
ახმეტხანოვთან საუბრისას კადიროვი ბიზნესმენს იარაღის შეძენის შესახებ ეუბნებოდა. კადიროვმა ასევე გაიხსენა, როგორ მოაწყო ჩხუბი ახმეტხანოვის ვაჟმა თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ჩემპიონატის დროს.
მოგვიანებით, ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმეტხანოვი კადიროვის მუქარის შემდეგ ახლობლებთან არ დაუკავშირდა, შემდეგ კი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.
ესტუმრა თუ არა საქართველოს თავად ახმეტხანოვი, ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
კადიროველები საქართველოში რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ და საქართველო-თურქეთის საზღვრის გავლით უკვე დატოვეს ქვეყანა.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |