ანჯეი დუდა - რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ნეოკოლონიალურია

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ნეოკოლონიალურია და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა.

დუდას თქმით, რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და მათი ექსპლუატაცია სურს და წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო.

"იმპერია იტაცებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს და მათ რუსეთში აგზავნის. უკრაინელების ინფორმაციით, რუსებმა 100 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. თუ ვინმე საერთო ნების საწინააღმდეგოდ წავა, იმპერია კლავს. გეცნობათ? ეს არ მოხდა მრავალი ქვეყნის ისტორიაში? ამას ღიად ვამბობ, რადგან წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო",- განაცხადა დუდამ. 

დუდას თქმითვე, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დარჩეს, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა ისინი მნიშვნელოვნად დააზარალა. 



ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ პლებისციტის იდეა საქართველოში მხარდაჭერას იძენს
„სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
კონგრესის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარი“ აქტს კენჭს დღეს უყრის
დონალდ ტრამპმა NPR-სა და PBS-ს ფედერალური დაფინანსება შეუწყვიტა