
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია არ ეთანხმება მათ, ვინც თვლის, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და „ხრახნების გამკაცრებას“ ისახავს მიზნად.
ასლან ბჟანია ანტიდასავლური მოძრაობის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ორივე კანონპროექტი უნდა მიიღოს. აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი დადებითად აფასებს მმართველი პარტიის მუშაობასაც, თუმცა საფრთხეს ხედავს ოპოზიციაში.
"ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ქრისტეს წიაღში ვართ და არაფერი გვემუქრება. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე ბომბები და ჭურვები მოდის. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აფხაზეთში არაერთი ცუდი მოვლენის მოწყობას გეგმავს. ეს კანონპროექტი არ საუბრობს „ხრახნების მოჭიმვაზე“, ადამიანებს თავისუფლად აზროვნების, თავისუფლად საუბრის შესაძლებლობის ჩამორთმევაზე",- განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |