თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა - მობაილბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება უკვე ფილიალში ვიზიტის ან ვებ-ბანკში შესვლის გარეშე, პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან შეუძლიათ.

საერთაშორისო გადარიცხვები ხელმისაწვდომია უცხოურ ვალუტაში და პროცესი მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული- მას აღარ უწევს დამატებითი მონაცემების ხელით შეყვანა, რადგან  სისტემა ავტომატურად აიდენტიფიცირებს ბანკის კოდს, სახელსა და ქვეყანას.

მომხმარებელს ასევე შეუძლია დანიშნულების მითითება როგორც შაბლონურად, ისე საკუთარი ტექსტით. საჭიროების შემთხვევაში კი, სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოთხოვნას.

მობაილაპში ხელმისაწვდომია გადარიცხვის ორი ტიპი:

• გარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვის არჩევისას მომხმარებელი წინასწარ იხდის საკომისიოს, რადგან მიმღებმა გარანტირებულად სრულად მიიღოს მის მიერ გადარიცხული თანხა და მას არ მოუწიოს საკომისიოს გადახდა. 

• არაგარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვას არ ემატება საკომისიო, თუმცა ის რომ მიმღები სრულად მიიღებს გადარიცხულ თანხას გარანტირებული არ არის. გადარიცხვისას შესაძლებელია, ჩამოიჭრას შუამავალი ბანკის საკომისიო.

გადარიცხვის დეტალური ინსტრუქციისა და პირობების სანახავად გადადით შესაბამის ბმულზე.

საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ადგილას - მხოლოდ მობილური ტელეფონით.

მომხმარებლებისთვის სწრაფი, მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო გამოცდილების შესათავაზებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს და ამარტივებს ციფრულ სერვისებს.



სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს