სელფი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია. ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალი, წელს პირველად, ზამთარშიც გაიმართება და 28-1 მარტს გუდაურში მსმენელებს განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებს.
ღონისძიება აერთიანებს მუსიკას, თავისუფალ გარემოსა და აქტიურ დასვენებას. სელფი, როგორც ინოვაციური და თანამედროვე ციფრული ეკოსისტემის შემქმნელი ბრენდი, უერთდება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ პლატფორმას და ფესტივალის სტუმრებს დასამახსოვრებელ გამოცდილებას სთავაზობს. ფესტივალზე სტუმრებს ელოდებათ სელფის სივრცე, სადაც დახვდებათ საჩუქრები, სიურპრიზები, და ფოტოგადაღების ზონა.
“სელფის მისიაა ვუზრუნველყოთ კავშირი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან და საკუთარ შესაძლებლობებთან უფრო ახლოს მოიყვანს, იქნება ეს ტექნოლოგიების მიწოდებით, თუ იმ პლატფორმების მხარდაჭერით, რომლებიც ლაპარაკის, იდეების გაზიარებისა და რეალური კომუნიკაციის შესაძლებლობას ქმნიან. ჩვენ გვჯერა, რომ მუსიკა უნივერსალური საკომუნიკაციო ენაა - ყველასთვის გასაგები და გამაერთიანებელი. სწორედ ამიტომ ვარჩიეთ Tbilisi Open Air-თან დამეგობრება - პლატფორმასთან, რომელიც ადამიანებს შორის კავშირს აძლიერებს,“ - აცხადებენ სელფი მობაილში.

