საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია AI Innovate 2025 გაიმართა

საქართველოს ბანკი AI ინოვაციების მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია AI INNOVATE 2025 ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ხელოვნური ინტელექტის შესახებ არსებული გლობალური ტენდენციების, სტარტაპების გამოცდილებისა და ინოვაციური ხედვების გაზიარება იყო.

ღონისძიება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესიონალებისთვის გამორჩეულ პლატფორმად იქცა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა ექსპერტებმა OpenAI-დან, კორნელის უნივერსიტეტიდან, SeedAI-დან, Armory Square Ventures-დან და სხვა.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი OpenAI-ის ინჟინერის, კილან შულეს ჩართვა იყო, რომელმაც ყურადღება ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას ადამიანებზე მორგებულ მიდგომებზე გაამახვილა. მისი პრეზენტაცია ასევე შეეხებოდა თანამედროვე ორგანიზაციებში მონაცემების, ნდობისა და ინოვაციების თანაკვეთას.

ღონისძიებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმ ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს აერთიანებს. გვჯერა, რომ AI მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სტარტაპებსა და ბიზნესებს საქართველოში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება,“ — განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ღონისძიება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკი ბიზნესის, კორნელის კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებების კოლეჯის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

 



მობილბანკში იგებ - საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი
ერეკლე ბაღაშვილი - ველომოგზაური, რომლის ჟინიც არასდროს ჩერდება
გალტ & თაგარტმა ADB-ის კონფერენციაზე მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცდილება გააზიარა
“AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს