ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს, როგორც ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან

სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა", ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის გაკრიტიკებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითს" დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ქართული პოლიტიკიდან ჩამოწერა და ის, რაც 31 მარტს საზოგადოებამ იხილა, იყო, სწორედ, ამის გამოხატულება.

,,მე მქონდა ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღით ადრე, შეგიძლიათ ნახოთ, მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს" უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს, იყო, რეალურად, ამის გამოხატულება. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა", ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
9 აპრილის მემორიალთან მორიგი დაპირისპირება იყო
Bloomberg — ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $125 მილიონით შემცირდა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილი თქვენ, საქართველოს ე.წ. მთავრობავ!