
ივანიშვილის მმართველობის შედეგი - მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ და ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.
„ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ევროპასა და ამერიკას მტრად აცხადებს, სანაცვლოდ კი, არცერთი მოკავშირე არ ჰყავს, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავს. ივანიშვილი წლებია მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურას. მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველო ზუსტად ისაა, რაც მტერს სურს - მარტო, დაუცველი და ადვილად დასაპყრობი. ამ ვითარებაში „ოცნების“ დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. დავსვათ მარტივი კითხვა: როდის იყო საქართველო უფრო დაცული? როცა ჩვენს გვერდით გვედგა აშშ, ევროკავშირი და მათი ძლიერი ეკონომიკა? თუ ახლა, როცა მარტო დავრჩით მტრის პირისპირ? ივანიშვილის რეჟიმის ყოველი დღე ზრდის საფრთხეს. რაც უფრო დიდხანს რჩებიან, მით უფრო მძიმე იქნება შედეგი! მოეშვით ყალბ პროპაგანდას „მშვიდობაზე“ – მშვიდობა არ მოდის საუბრით, ავტოკრატიით და გაძარცული ქვეყნით. მშვიდობა და დაცულობა მოდის მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით, სანდო პარტნიორებით, ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობით და განვითარებული ეკონომიკით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |