ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლები არ გაზრდილა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლებმა 2024 წელს 340 000 ევრო შეადგინა.

გასაჯაროებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯამური 15.3 მილიონი გრივნიდან ნახევარზე მეტი მიღებულია სახელმწიფო ობლიგაციებიდან, დანარჩენი თანხა კი პრეზიდენტის ხელფასის, საბანკო პროცენტებისა და უძრავი ქონების არენდიდან მიღებული შემოსავლებია.

გასული წლის განმავლობაში აქტივებში, უძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებში არსებითი ცვლილებები არ ფიქსირდება.



„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
9 აპრილის მემორიალთან მორიგი დაპირისპირება იყო
Bloomberg — ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $125 მილიონით შემცირდა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილი თქვენ, საქართველოს ე.წ. მთავრობავ!