გერმანიაში ტრამვაიში კაცმა ცოლს ცეცხლი წაუკიდა – დაკავებულია 46 წლის ქართველი კაცი

კვირას გერმანიის ქალაქ გერაში კაცმა ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის წაკიდებისთანავე მგზავრებმა ტრამვაი ავარიული ღილაკის გამოყენებით გააჩერეს, მძღოლმა კი ცეცხლმაქრის საშუალებით ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო, თუმცა, ქალმა სიცოცხლისთვის საშიში დამწვრობები მაინც მიიღო. დაშავებული სპეციალურ ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მას სამართლდამცავები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ასევე, ჩართული იყო ვერტმფრენი და პოლიციის ძაღლებიც. პოლიციამ გაავრცელა ეჭვმიტანილის ფოტოც.

დღეს დილით კი გერას პოლიციის განყოფილებაში 46 წლის ქართველი კაცი, თენგიზ კაკიაშვილი გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. პოლიციის ცნობით, კაკიაშვილი დაკავებულია, გამოძიება კი მკვლელობის მცდელობით მუხლით გრძელდება.



აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს
PLUS ბარათის გათამაშება გრძელდება – გაიცანით გამარჯვებული, რომელმაც 10 000 ლარი მოიგო
თიბისი კონცეპტის მაისის თვის შეთავაზებები დასვენების კატეგორიაში
ირაკლი ზარქუა - ჯო უილსონი თაღლითი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, რომ ფული გააკეთოს