მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც

ჩეხეთში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთი ადამიანი ადიდებულ მდინარე კრასოვკაში დაიხრჩო. 

წყალდიდობაა ასევე რუმინეთშიც, სადაც დაღუპულია 6 ადამიანი. წყალდიდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გალათის, ვასლუის და იასის აღმოსავლეთ რეგიონები.

სტიქიას ებრძვიან პოლონეთშიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვემო სილეზიის რეგიონის ქალაქ კლოძკოს რაიონში არსებულ ვითარებას დრამატული უწოდა.



„მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ“ - ორბელიანების სასახლეში გახარიას და ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა
სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული - კესარია აბრამიძის მკვლელობის ახალი დეტალები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, DataFest-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება
„ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად „ვოლვო რეგატა“ გაიმართა