სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული - კესარია აბრამიძის მკვლელობის ახალი დეტალები

კესარია აბრამიძეს სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.

"ექსპრესნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლებმა ხმამაღალი საუბრის შემდეგ კი ჩხუბის ხმა გაიგეს.

მას შემდეგ რაც მოკლულმა დახმარება ითხოვა მეზობლებმა სასწრაფოს და პოლიციას გამოუძახეს.

არსებული ინფორმაციით, იძებნება ბექა ჯაიანი, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო, პოლიციას ამოღებული აქვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც

როგორც ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ადგილზე პოლიცია მუშაობს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, თბილისში დიღმის მასივში, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



„საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა Seamless Europe 2024 -ზე პრეზენტაციები წარადგინეს
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა