სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გახსნის საზეიმო ცერემონიას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნათელა გოგიტიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

"პროექტის ფარგლებში აშენდა კაპიტალური შენობა, მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ოთახები,სველი წერტილები, სამზარეულო.

დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. კეთილმოეწყო ასევე ბაგა-ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი. 

მუნიციპალიტეტში 16 ბაგა-ბაღი და 8 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. სულ 350-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.



„მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ“ - ორბელიანების სასახლეში გახარიას და ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა
სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული - კესარია აბრამიძის მკვლელობის ახალი დეტალები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, DataFest-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება
„ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად „ვოლვო რეგატა“ გაიმართა