თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

თიბისი განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური ცოდნის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, პრაქტიკული უნარების შეძენისა და საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდის საშუალებას აძლევს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის რობოტიკის კლუბი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც თიბისია. კლუბი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს რობოტების აწყობასა და პროგრამირებას ასწავლის, ტექნოლოგიების სამყაროს აცნობს და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

პრაქტიკული სწავლების პროცესში ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას არ იძენენ. ისინი სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნას და სირთულეების გადალახვას. ეს გამოცდილება მათ ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და თავდაჯერებულად გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების მიმართულებით.

კლუბის 12 წლის წევრის, თეგი ჯღამაძის თქმით, რობოტების აწყობა და პროგრამირება მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კლუბში მიღებულმა გამოცდილებამ კი სირთულეებისადმი დამოკიდებულებაც შეუცვალა: ახლა, როცა რაღაც არ გამოსდის, თავიდან ცდილობს და მიზნის მიღწევამდე არ ჩერდება.

წელს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო. მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, პირველად მიიღო მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ეტაპზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქუთაისელმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და „ჟიურის რჩეულის“ წოდება მოიპოვეს.

თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის მიღების, ახალი უნარების განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზას უხსნის.

 



Anchorნახეთ, რა ფასდაკლებები და ქეშბექები გელოდებათ Black Friday-ზე საქართველოს ბანკისგან
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო