168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

სელფი აგრძელებს ქსელის გაფართოებასა და მოდერნიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, სელფის მობილური ინტერნეტი და კავშირი კიდევ უფრო სწრაფი, სტაბილური და ხელმისაწვდომია.

სექტემბერში ქსელი რამდენიმე მიმართულებით გაძლიერდა:

ქსელში 48 ახალი სადგური ჩაირთო, მათ შორის 28 მაკრო და 20 მიკრო სადგური. მიკრო სადგურები ძირითადად თბილისში დაემატა და ქსელის შესაძლებლობები გაძლიერდა, მათ შორის, წყნეთში, თემქა-ზღვისუბანში, ვარკეთილში, გლდანში, ნუცუბიძესა და ნავთლუღში.

ახალი მაკრო სადგურები ჩაირთო როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ქსელი გაძლიერდა მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, სენაკში, ზესტაფონში, ტყიბულსა და სხვა ლოკაციებზე.

120 სადგური მოდერნიზირდა, რაც ქსელის სიმძლავრისა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

სექტემბრის განმავლობაში, ჯამურად, 168 სადგურზე განხორციელდა ქსელის გაფართოების ან მოდერნიზაციის სამუშაოები.

სელფი აგრძელებს ინვესტირებას ქსელის განვითარებაში, რათა სწრაფი და საიმედო კავშირი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელსა და მეტ ლოკაციაზე ჰქონდეს.

 

 



საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება