დუბაის ტურიზმის სექტორისთვის 2025 წელი რეკორდული იყო

2025 წელს დუბაიმ 19.59 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც გასულ, 2024 წელთან შედარებით, მნიშვნელოვან, 5%-იან ზრდას ნიშნავს. 

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის (DET) გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ, 3,000-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, სტრატეგიული ნაბიჯები გადადგა დუბაის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებისთვის.

DET-ის მონაცემებით,  ქალაქის ტურიზმის ისტორიაში  2025 წელი რიგით მესამე რეკორდული წელი იყო.  ყურის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთი & ჩრდ. აფრიკის ბაზრები ერთად საერთაშორისო ტურისტების საერთო რაოდენობაში 26%-ს შეადგენდნენ აქედან, GCC – 2.99 მილიონი (15%), MENA – 2.17 მილიონი (11%). დასავლეთი ევროპა კვლავ მთავარ ბაზრად დარჩა 4.10 მილიონი ვიზიტორით (21%). შემდეგია ჩამონათვალში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები  და აღმოსავლეთი ევროპა - 2.89 მილიონი (15%), სამხრეთ აზია 2.89 მილიონი (15%), ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია 1.85 მილიონი (9%), აშშ 1.40 მილიონი (7%), აფრიკა 897,000 (5%), ავსტრალაზია 401,000 (2%).

2025 წელს დუბაის სასტუმროების სექტორი 154,264 ნომრით იყო წარმოდგენილი, რაც ბანგკოკზე, ნიუ-იორკზე, პარიზსა და სინგაპურზე მეტია, ხოლო ლონდონს თითქმის უთანაბრდება. გასულ წელს ახალი სასტუმროებიც გაიხსნა: Ciel Dubai Marina, Vignette Collection by IHG, Jumeirah Marsa Al Arab, Mandarin Oriental Downtown, Cheval Maison – Expo City, Vida Dubai Mall. დაფიქსირდა სასტუმროების საშუალო დატვირთულობის (80.7%), ასევე, დაკავებული ოთახების ღამეების რაოდენობისა (44.85 მლნ) და სტუმრების გაჩერების საშუალო ხანგრძლივობის (3.7 ღამე) ზრდა.

სასტუმრო სექტორის განვითარების სტიმულირებისთვის, DET-მა  სპეციალური წამახალისებელი პროგრამები განახორციელა, ასევე, ერთჯერადი უკონტაქტო check-in სისტემა დანერგა, რაც სტუმრებს რეგისტრაციის პროცესს უმარტივებს.

საერთაშორისო ვიზიტების სტიმულირებას მარკეტინგულმა კამპანიებმაც შეუწყო ხელი, მათ შორის „იპოვე შენი ამბავი“ მსოფლიოს ცნობილ სახეებთან ერთად;  მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან – Marriott, Visa, Hyatt, Premier Inn, Amadeus სტრატეგიული თანაშრომლობის დაწყებამ, რამაც სტუმრების გამოცდილება გააუმჯობესა;  ახალდაფუძნებულმა  Beautiful Destinations Academy, რამაც მოგზაურობის კონტენტის შემქმნელებისთის ახალი სტანდარტები დააწესა.

გასულ წელს ქალაქმა Certified Autism Destination™ სერტიფიკატი  მოიპოვა, შევიდა უსაფრთხო ქალაქთა ათეულში და აღიარებულ იქნა საუკეთესო ქალაქად ქალი სოლო მოგზაურებისთვის.  მსოფლიოს 50 საუკეთესო სასტუმროს 2025 სიაში, დუბაიმ სამი სასტუმრო დაემატა: Atlantis The Royal (#6), Jumeirah Marsa Al Arab (#20), The Lana Dubai (#35).

დუბაის დიდი ფესტივალები: შოპინგ ფესტივალი, საზაფხულო სიურპრიზების ფესტივალი და  ფიტნეს გამოწვევა – 2025 წელს რეკორდული შედეგებით დასრულდა; ქალაქში პირველად გაიმართა  სპორტის მსოფლიო სამიტი, რამაც 1,500 საერთაშორისო ლიდერს უმასპინძლა.

გამორჩეული იყო  ქალაქის ეკოლოგიური ინიციატივები, როგორიცაა Dubai Sustainable Tourism (DST) სასტუმროების სერტიფიცირება,  Dubai Can ერთჯერადი პლასტმასას შემცირების პროგრამა,  დუბაის რიფის პროექტი და სხვ.

აღსანიშნავია ქალაქის წარმატებები გლობალური კულინარიულ სცენაზეც: მიშლენის მეგზურის მიხედვით, ქალაქში 119 -  სამვარსკვლავიანი,   3  ორვარსკლავიანი და 14 ერთვარსკვლავიანი, ასევე 22 Bib Gourmands და  3 MICHELIN Green Star რესტორანია.

ყველა ჩამოთვლილმა ინიციატივამ, გლობალურმა აღიარებამ და საერთაშორისო კამპანიებმა  ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და დუბაის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყო ხელი. ტურისტული და ბიზნეს შესაძლებლობების ზრდის  წარმატებებული კურსის გასაგრძელებლად, 2026 წლისთვის ქალაქი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს,  მათ შორის, ალ მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და ფუბაის მეტროს ცისფერი ხაზის მშენებლობას.

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის (DET) 2025 წლის სრული ანგარიში იხილეთ: www.dubaidet.gov.ae

 



ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა - ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ვალენტინობის დღისთვის, ლიბერთი თავის მომხმარებლებს გაზრდილი ქეშბექის აქციას სთავაზობს
დუბაის ტურიზმის სექტორისთვის 2025 წელი რეკორდული იყო
ანაბარი - „საერთო მიზანი“ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი