განათლების ხელშესაწყობად - „თეგეტას“ მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა

განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ ხედვით კომპანიამ ერთი წლის წინ სოფელ ონტოფოში მდებარე საუკუნოვან ბიბლიოთეკასთან პარტნიორობა გააფორმა და მის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის რეალიზება შეძლო. მათ შორისაა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ესეების კონკურსი - „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივითა და „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით მოეწყო.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგის“ დონაციის პლატფორმა Tegeta Care-ის ბენეფიციარების გრძელვადიანი მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც ადგილობრივი თემისა და ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავენ.

ესეების კონკურსი კარგი შესაძლებლობა იყო, ონტოფოს ბიბლიოთეკის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. კერძოდ, მას წიგნების ფონდის შევსებაში დავხმარებოდით და ადგილობრივი ახალგაზრდები წაგვეხალისებინა, განათლების მიღების პროცესში უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ - ესარგებლათ ბიბლიოთეკით, წაეკითხათ წიგნები მათთვის საინტერესო თემებზე და საკუთარი აზრი ესეების სახით გამოეხატათ. ამ ინიციატივის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნო პროცესი იყო“.

ესეების კონკურსი „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით 2025 წელს პირველად გაიმართა, ორ ასაკობრივ ჯგუფს - V-VII და VIII-XII კლასის მოსწავლეებს - აერთიანებდა. კონკურსის მიზანი იყო ბავშვებისთვის კითხვის, ანალიზისა და საკუთარი აზრის გამოხატვის წახალისება, ასევე ბიბლიოთეკასთან უფრო აქტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

„თეგეტამ“ ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის გამრავალფეროვნებისა და განახლებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსიც გამოყო, რათა ბავშვებს კიდევ უფრო დიდი არჩევანი ჰქონოდათ და ესეების კონკურსისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ.

 

თათია ნადარეიშვილი, ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრი, ავტორი და ილუსტრატორი: „კონკურსის იდეა ახალგაზრდა მკითხველების გააქტიურების სურვილიდან გაჩნდა. გვინდოდა, ბავშვებისთვის მოტივაცია მიგვეცა, ბიბლიოთეკიდან წიგნები გაეტანათ, წაეკითხათ და წაკითხულის შესახებ საკუთარი აზრი ესეების დახმარებით გადმოეცათ. ამან შედეგი მართლაც გამოიღო, ბევრმა ბავშვმა, სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში, პირველად გაიტანა წიგნი ჩვენი ბიბლიოთეკიდან.

ამგვარი ინიციატივების განხორციელება და მათი მხარდაჭერა ონტოფოს მსგავს სოფლებში ცხოვრების გამოსაცოცხლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოფელში უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ბავშვებს, და არამხოლოდ მათ, არაფორმალურ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ“.

ესეების კონკურსის ფარგლებში „თეგეტა გრინ პლანეტმა“, რომელიც „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერი იყო, სპეციალური „მწვანე პრიზი“ დააწესა. ჯილდო გარემოსდაცვით თემაზე დაწერილი საუკეთესო ესეის ავტორს გადაეცა და მისი მფლობელი მარიამ დავითაია გახდა. ამ გზით კომპანიამ ადრეული ასაკიდანვე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ გარემოს დაცვა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი არ არის, ეს კომპანიის ღირებულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გვჯერა, რომ სწორედ მომავალი თაობა მიიღებს ინოვაციურ და პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერები ვყოფილიყავით. კონკურსის ფარგლებში ძალიან საინტერესო ნაშრომები მივიღეთ და ყველა მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს ბიბლიოთეკა 1912 წელს დაარსდა და დღეს, 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ახალი მიზნებითა და ფუნქციით აგრძელებს არსებობას. სამზრუნველოს ინიციატივით ის საზოგადოებრივ ცენტრად ყალიბდება, სადაც ბავშვებსა და ზრდასრულებს არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებზე აქვთ წვდომა.

ბიბლიოთეკის განახლების ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგმა“ მისი ტექნოლოგიური აღჭურვა და წიგნების ფონდის გამრავალფეროვნება უზრუნველყო. ეს პარტნიორობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას, შექმნას რეალური, გრძელვადიანი ღირებულება - მით უფრო რეგიონებში, სადაც განათლებაზე ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

--

განათლების მხარდაჭერა თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაათეგეტა აკადემია პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაარომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობითსამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებითგარდა ამისაჰოლდინგი Tegeta.care-ის პარტნიორებთან ერთადსხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. „თეგეტას“ თანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონშიგანათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1 000-მდე მოზარდიმცხეთა-მთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-მდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, „თეგეტამ“ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5 000-ზე მეტი წიგნიპარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება და .. „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობასხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.



განათლების ხელშესაწყობად - „თეგეტას“ მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა
თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო - „ქოლგა თბილისი ფოტოს"
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ტრიუმფის 80 წელი - საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია