Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

Spotlight-ის ღონისძიება Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ახალ იდეებს, მოესმინათ საინტერესო ისტორიები, გაეზიარებინათ დარგის პროფესიონალების გამოცდილება და მიეღოთ შთაგონება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი. 

ციფრულ ეპოქაში ბრენდების ახალ პლატფორმებსა და შესაძლებლობებზე კი ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, რეზი ხუნწელიასთან და Hita-სთან ერთად პანელზე “YouTube - ახალი შესაძლებლობები ბრენდის კომუნიკაციაში” საუბრობდა. 

სპიკერები განიხილავდნენ YouTube აუდიტორიის მნიშვნელობას, მათ მახასიათებლებს, ქომიუნითის შექმნის პროცესს და აზიარებდნენ ამ პროცესში საკუთარ გამოცდილებას. 

ამ მიმართულებით, ნინუცა ოქროპირიძემ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, პირველი YouTube რეალითი შოუს “Creator”-ის შესახებ ისაუბრა. 

ინფორმაციისთვის, პროექტ “Creator”-ის მიზანი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების აღმოჩენა და დამწყები კრეატორების მხარდაჭერაა. ამასთან, “Creator” ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ იუთუბერების გამოცდილება და მიიღონ მათგან რჩევები. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას პრეცედენტი და იუთუბერები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის. 

მოხარული ვარრომ მქონდა შესაძლებლობა Spotlight-ის სცენაზე საინტერესო საუბრები გაგვემართაგვემსჯელა YouTube-ისროგორც ბრენდების კომუნიკაციაში ახალი შესაძლებლობის შესახებ და გამეზიარებინა ჩვენისაქართველოს ბანკის გუნდის გამოცდილება. 

საქართველოს ბანკისთვის YouTube- მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხიაამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგია ორმხრივიაერთი მხრივვახორციელებთ საკუთარ პროექტებსროგორიცაა – CREATOR- და მეორე მხრივვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთანეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობსრომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობათანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავსრომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდებამათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზეჩვენ კი შთაგონების გზაზე არ ვჩერდებით”, - აღნიშნავს ნინუცა ოქროპირიძესაქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი. 



თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში - რისი თქმა შეგვიძლია?
„თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
თიბისი - ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს