ნოემბერში ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა - საქსტატი

ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 10.3%-ით არის გაზრდილი. ასევე, 8%-ით გაიზარდა ფასები ჯანდაცვის სექტორში.

ნოემბერში ფასების ზრდაზე შემდეგმა ჯგუფებმა იქონიეს გავლენა:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), თევზეული (15.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.0 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (6.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.7 პროცენტი).



მზის ენერგიის გამოყენება - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
Forbes Spain Travel-მა ბათუმი 2026 წლის სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა