
საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს.
ამ მიზნით, მობილბანკში გათამაშება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობილბანკში შესვლით, ავტომატურად ჩაერთონ გათამაშებაში, დააგროვონ ბილეთები და მოიგონ თანხა 650 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდიდან.
როგორ გროვდება ბილეთები?
- მობილბანკში შესვლისთანავე ერჯერადად 5 ბილეთს მიიღებ;
- თითო გადარიცხვაზე, გადახდაზე ან ნებისმიერ სხვა ტრანზაქციაზე - ერთ ბილეთს მიიღებ;
- თითო პროდუქტის გააქტიურებისას, მაგალითად ბარათის შეკვეთისას, საინვესტიციო ანგარიშის გახსნისას, ნებისმიერი დაზღვევის ან სხვა პროდუქტით სარგებლობისას, 5 ბილეთს მიიღებ;
- პოს ტერმინალის გამოყენებისას ან ონლაინ შოპინგისას ყოველ ათ ლარზე ერთი ბილეთი გროვდება;
გათამაშება 4 თვის განმავლობაში გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდება, საპრიზო ფონდი თითოეულ თვეზე 50 000 ლარია, რის შემდეგაც ფინალი გაიმართება, სადაც ნახევარი მილიონი გათამაშდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეგროვება ყოველთვე ახლიდანაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მოგების შანსი ყოველთვე ექნებათ. ფინალში მონაწილეობას წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთით შეძლებენ, მონაწილეობისთვის კი მობილბანკში დეკემბერში შესვლაც საჭიროა.
გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს. განაახლე მობილბანკი, ან თუ ჯერ არ სარგებლობ აპლიკაციით, გადმოწერე მარტივად და ჩაერთე გათამაშებაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში. ბანკის მობილბანკს ყოველთვიურად 1 700 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. აპლიკაცია სრულად მომხმარებლის საჭიროებებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზეა მორგებული და ყოველდღიურობის გასამარტივებლად უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის.
მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |