სოფელ რუისპირში, რესტორანში, პოლიციელის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა. თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში იყო მოთავსებული.

ექიმის თქმით, პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს სტაციონარში, ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს ღამით ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, ბიძინა გავარდაშვილის მხრიდან, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ, ჯერ რესტორნის მინა ჩაამსხვრია, შემდეგ კი სუფრასთან მყოფ შუახნის მამაკაცს, ლევან შამრელაშვილს მოხვდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არ მომხდარა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.



„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია