თეა წულუკიანი - როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი არის მოცლილი! ოპოზიციის სასამართლო პროცესს არ აცდენს!

როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი არის მოცლილი! - პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლის სასამართლო პროცესს არ აცდენს! როგორც ჩანს, სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება შევთავაზო, - ეს შეთავაზება გერმანელი დიპლომატის პიტერ ფიშერის მისამართით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიის ელჩისთვის კომისიის კარი ღიაა და თარჯიმანთან ერთად ნებისმიერ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.

წულუკიანმა დღეს ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ „ზოგიერთი ელჩი საქართველოს კი არ გულშემატკივრობს და საკუთარ ქვეყანას კი არ წარმოადგენენ, პოლიტიკურ აქტივისტებად არიან ქცეული“.

„მობრძანდით და მოუსმინეთ, რას ჰყვება დღეს ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე - როგორ სცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, როგორ აწამეს და როგორ აყურებინეს სხვას სხვისი წამება, რის შემდეგაც ყველას აღიარებითი ჩვენების მიცემა მოუწიათ. ჩვენ გვარებსა და წამების შინაარსს განზრახ არ ვაკონკრეტებთ, რადგან სააკაშვილისგან განსხვავებით, პირადი ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ვუცავთ.

ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა