მიხეილ სააკაშვილი - სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ვიყოთ ბევრი

მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისს ვიყოთ ბევრი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველა უნდა დადგეს მის სადარაჯოზე.

აპელაციაში ჩემი საქმის საჯარო განხილვაზე უარის თქმა ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დარღვევით, ემსახურება ჩემს შემდგომ იზოლაციას. კლეპტოკრატიულ დიქტატურას ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის. ადრე ხმას ახშობდნენ და გამოსახულებას ამახინჯებდნენ, ჩართვას ბევრჯერ წყვეტდნენ. ბოლო ხანებში საერთოდ ბოლომდე საინფორმაციო სივრცის გარეშე დამტოვეს. რამდენიმე დღის წინ „სასამართლომ“ უარი თქვა ჩემს ჩართვაზე და ახლა სააპელაციო ინსტანციამ საერთოდ უარი თქვა პროცესის ჩატარებაზე, რათა არ გამოვჩნდე. რაც მეტს აკეთებენ ამას, მით მეტი ხალხი მიჭერს მხარს. ინფორმაცია ამაზე ჩემამდე მაინც აღწევს და ხალხის უზომოდ მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის.

მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ვიყოთ ბევრი. 26-ში საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ – საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველანი უნდა დავდგეთ მის სადარაჯოზე!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.



თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი