აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, თუმცა უწყება მის ვინაობას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მათი თქმით, სხვადასხვა დანაყოფში დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა ხორციელდება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად“, - აღნიშნეს მათ.



„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
საქართველოს ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება