ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ნადიმ ხმალაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, ხმალაძემ უკრაინაში სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ქალაქ ირპენში, ბუჩას რაიონის ქალაქ გოსტომელში, ბუჩას ოლქში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

მათივე მტკიცებით, გამოძიების თანახმად, ხმალაძემ, „როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა, მიიღო ანაზღაურება 745 000 რუსული რუბლის ოდენობით“.



„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
საია - საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული
ხატია დეკანოიძე - თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, თავისუფლება მიშას!
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში