გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში, ყველა უბნის მონაცემების დათვლის საფუძველზე, ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (Demokraatit) მოიპოვა - მას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს, 2021 წლის შემდეგ პარტიის მხარდაჭერა 9.1%-ითაა გაზრდილი, პარტია გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა.

24.5 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო ოპოზიციურმა პარტია Naleraq-მა, ის დანიისგან გრენლანდიის სწრაფად გამოყოფას ემხრობა.

„ხალხს სურს ცვლილებები ... ჩვენ გვსურს მეტი ბიზნესი, ფინანსები და კეთილდღეობა" - განაცხადა იენს- ფრედერიკ ნიელსენმა, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მრეწველობისა და მინერალების ყოფილმა მინისტრმა, როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში, არ სურს დამოუკიდებლობა ხვალვე, ამისთვის კარგი „ფუნდამენტია საჭირო“.

არჩევნებში, ჯამში ხმათა 36% მიიღო მმართველი პარტიის Inuit Ataqatigiit-სა და პარტია Siumut-ის კოალიციამ.

როგორ ქვეყნის პრემიერმა, მმართველი პარტიის ლიდერმა მუტე ეგედემ დაწერა თავის ფეისბუკის გვერდზე, აღიარებს არჩევნების შედეგებს და განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას.

საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა, მასში ხუთი პარტია მონაწილეობდა.

გრენლანდიის პარლამენტის - 31 წევრისგან შემდგარი „ინაცისარტუტის“ არჩევნები არასოდეს იქცევდა ხოლმე განსაკუთრებულ ყურადღებას. დედამიწის ყველაზე დიდი კუნძული, რომელზეც 60 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, იშვიათად ხვდებოდა ახალ ამბებში 2025 წლის იანვრამდე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიმართ ინტერესი გამოთქვა მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მდიდარი წიაღისეულის გამო. ტრამპის თქმით, აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობა „აბსოლუტურად აუცილებელია“ „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მთელს მსოფლიოში“.



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა