ანდრო ჭიჭინაძე - იმედია, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე

თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან ეხმიანება. 

დიდი ხანია თავს ვიკავებ განცხადების გაკეთებისგან. დაჭერის დღიდან, რადგან ყოველთვის ვერიდები "ღია დაპირისპირებაში შესვლას", ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს! 

რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში, სრულიად მიუღებელია! არის და აქამდეც იყო! განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს გაბედა და დაუპირისპირდა სისტემას! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგი და საპატივცემულო ურთიერთობა მქონდა მასთან. აქ ეს ბოლო ხარისხოვანია! წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი!!! 

პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა! 

იმედია, აღარასოდეს შევხვდებით და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე!!!, - წერს ანდრო ჭიჭინაძე. 

შეგახსენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა პროტესტში მყოფი სტუდენტები ჯერ შენობოდან პოლიციის დახმარებით გააძევა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ახალგაზრდებს ეთიკის კომისიას სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.  



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა