,,ლელო' - გურიაში შექმნილი საგანგებო შტაბი კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გურიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რომელსაც კოალიციის ლიდერები, ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტიურია „ცხელი ხაზი“, სადაც ადგილობრივი მოსახლეობიდან შემოდის ზარები, სხვადასხვა სახის დახმარების თხოვნით.

„შემოსული ინფორმაცია მოხალისეთა ჯგუფებში ნაწილდება და მყისიერი რეაგირება ხდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა, სტიქიის მეორე დღესვე ჩაერთო. სოფლებში - მერია, ციხისფერდი, ლიხაური, ბაღდადი, დვაბზუ, ბუკნარი, ნასაკირალი, ქვენობანი, ბასილეთი, ჯუმათი,სილაური, ურეკი, მელექედური და შემოქმედი, ასევე, ქალაქ ოზურგეთისა და დაბა ჩოხატაურის ქუჩები თოვლისგან გაიწმინდა. სამივე მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ოჯახი საკვებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგდა. თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას დაურიგდა ფქვილი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, თევზის კონსერვი, ხორცის კონსერვი, ძეხვი, ტკბილეული, სანთელი, ასანთი და ბავშვებისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებები. მოთხოვნის და დანიშნულების შესაბამისად, მედიკამენტებით 30-ზე მეტი ოჯახი მომარაგდა. ვახტანგ სურგულაძე პირადად ჩაატარა არაერთი პირდაპირი და სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია. ალეკო ელისაშვილის ჯგუფმა ლანჩხუთსა და ოზურგეთში რამდენიმე სახლის სახურავი თოვლისგან გაწმინდა. კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო” რჩება სტიქიის ზონაში და მოხალისეებთან ერთად მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდას და ჰუმანიტარული პროდუქტების განაწილებას განაგრძობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა