
რა ჩვენება მისცა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს - პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ოლიგარქს არცერთ კითხვაზე არ გაუცია პასუხი, რაც დოკუმენტს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა.
ნაცვლად ამისა, სასამართლო სხდომაზე გაჟღერდა მუქარა - თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას დაემუქრა.
მთავარი მოწმე არცერთ დეტალს არ იხსენებდა, შესაბამისად, არცერთ კითხვაზე, რაც შეეხებოდა დოკუმენტს, რაც შეეხებოდა დეტალურად ფაქტობრივ გარემოებას, ის არიდებდა პასუხს თავს. მან თქვა ზოგადად, რომ მე ვიყავი ინვესტორი და აბა ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო. თუმცა, ამავდროულად მან აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში მას გაუკეთებია, რამდენიმე ასეული ათასი დოლარის გაცემა, მათ შორის გარანტია კონკრეტულ პირზე, რომელიც არ იყო მისი ნათესავი. ანუ, მას უნდოდა ამ ყველაფრის წარმოჩენა იმგვარად, თითქოს ბაჩიაშვილისთვის კრედიტის მიცემა, იქნებოდა ყველანაირ აზრსმოკლებული და გამორიცხული იქნებოდა, მე ასეთი რამ გამეკეთებინა ბაჩიაშვილისთვისო.
გაჟღერდა მუქარის შემცველი რამდენიმე წინადადება, მათ შორის ჩვენს სხვა კონტრაქტულ და სამოქალაქო სამართლის ურთიერთობაზე. ეს ფონდის სხვა სტრუქტურულ ნაწილებს შეეხება და პირდაპირ დამემუქრა, რომ მანდაც გარკვეულ პასუხისგებაში მოსალოდნელია ჩემი მიცემა. ამის მე არ მეშინია, იმიტომ, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც საქმოქალაქო საკითი იხილება სისხლის სამართლის კუთხით, ივანიშვილის დავალებით.
ასევე, ივანიშვილმა თვითონვე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, არ არსებობს მისი ხელმოწერილი ან მისი დავალებით ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მის ინვესტიციას, გარდა იმ მოკლე 45 დღიანი სესხის გარანტირების ხელშეკრულებისა", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |