გიორგი ოკმელაშვილს მოსამართლემ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 გამოძიება ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

მას მეორე ბრალდებაც ჰქონდა, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის თაობაზე, თუმცა ბრალდება  მოუხსნეს.

პროცესზე, მსჯავრდებულმა საცირკო სიმღერა წაიმღერა, რასაც დარბაზში მყოფებიც აჰყვნენ.

მოსამართლემ საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მისივე თქმით, მათ ინტერესებში შედიოდა, განმარტება მოესმინათ, რადგან დაცვის მხარეს საქმე სტრასბურგში მიაქვს.

„საბჭოთა ცირკი“ - ასე შეაფასა მოსამართლის განმარტება თავად ოკმელაშვილმა.

 ცნობისთვის, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს.



პროკურატურა - სასამართლომ ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში 10 პირი დამნაშავედ ცნო
საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს არჩევნებში რუსული ჩარევებიცაა ნახსენები
პუტინის თანაშემწე - მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით
გახარიას პარტია - მივმართავთ ,,ქართული ოცნებას“ სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები