გედევან კუპრავა - დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე აშკარად სხვა ხელებში გადავედი, ისინი სახეში მუშტებს მირტყამდნენ

საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქე, გედევან კუპრავა ტვ პირველთან სატელოფონო საუბარში ყვება, თუ როგორ გაუსწორდა დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანის პროცესში მას  პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად.

კუპრავას თქმით, დაკავების მომენტში მას 4 ადამიანი სახეში ურტყამდა, ხოლო განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მას თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა.

"დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ, მერე აშკარად სხვა ხელებში გადავედი და ოთხნი იყვნენ ორის მაგივრად, ისინი სახეში მუშტებს მირტყამდნენ - მოწოდებაც არ იყო, უბრალოდ გაგინებენ და გირტყამენ.

ყველა ნიჭბიანი იყო, ვერანაირი ნიშანი ვერ ვანხე, რითიც შეიძლება ვინმე ამომეცნო - ჩემი მხრიდან არ ყოფილა არანაირი გინება, ან რამე, ერთადერთი იყო, რომ ჩემს გვერდით ქალი გადათელეს და ვთხოვდი, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან გოგოები და ქალები იყვნენ, ეს იყო მაპროვოცირებელი ჩემი დაკავების.

თავიდან წამიყვანეს განყოფილებაში, ვარკეთილში - დამეწყო თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები, რაზედაც იეჭვეს, რომ ტვინის შერყევა ხომ არ მქონდა და გადამიყვანეს კლინიკაში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დავეტოვებინე". - თქვა კუპრავამ ტვ პირველთან საუბარში.

 



„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამას შეუერთდა
პროტესტის 72-ე დღე - მოქალაქეები მარშისთვის ემზადებიან
პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი დარეგისტრირდა
ალექსი პეტრიაშვილი მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა