
არსებული მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 683 390 (22 მილიარდი) რაც მთლიანი მთავრობის ვალის 72%-ია.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლების და ფინანსური აქტივების კლების და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერა გამოაქვეყნა სადაც გაწერილია საქართველოს საგარეო ვალი 2024 წლისთვის.
აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 21.5 წელს, საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 9.6 წელს, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 3.18%-ს.
სულ მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 683 390
სულ მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა |
22 683 390 |
მრავალმხრივი კრედიტორებისაგან |
17 223 131 |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) |
6 192 046 |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) |
528 686 |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) |
625 868 |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) |
2 999 036 |
ევროგაერთიანება (EU) |
379 329 |
მსოფლიო ბანკი (WB) |
5 872 855 |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) |
102 539 |
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) |
475 506 |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) |
38 691 |
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) |
8 574 |
ორმხრივი კრედიტორებისაგან |
4 119 459 |
სომხეთი |
2 723 |
აზერბაიჯანი |
3 087 |
ავსტრია |
28 378 |
საფრანგეთი |
2 029 603 |
გერმანია |
1 624 869 |
ირანი |
2 252 |
იაპონია |
336 321 |
ყაზახეთი |
3 358 |
ქუვეითი |
44 266 |
ნიდერლანდების სამეფო |
68 |
რუსეთი |
21 103 |
თურქეთი |
6 012 |
თურქმენეთი |
566 |
ამერიკის შეერთებული შტატები |
16 853 |
სხვა საგარეო ვალდებულებები |
1 340 800 |
ევრობონდი |
1 340 800 |
მთავრობის საშინაო ვალის ზღვრული მოცულობა |
9 950 016 |
ეროვნული ბანკისთვის განკუთვნილი ერთწლიანი ყოველწლიურად განახლებადი სახელმწიფო ობლიგაცია |
40 846 |
სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის |
152 000.0 |
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები |
337 235.0 |
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები |
9 397 919.0 |
საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი |
22 015.8 |
სულ მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა |
32 633 406 |
დოკუმენტში "მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი 2023-2033 წლებისთვის" ვკითხულობთ რომ ვალის შეფასებისას განხილული ყველა სცენარის მიხედვით მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში იზრდება, მაგრამ დაშვებული შოკის ნეიტრალიზებასთან ერთად იწყებს კლებას. აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის გამო გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის და შესაბამისად გაზრდილი ფინანსური საჭიროებების შედეგად მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობამ 2020 წლის ბოლოს მდგომარეობით მიაღწია კრიტიკულ დონეს
მაგრამ 2022 წლის ბოლოს ვალის მშპ-თან ფარდობა შემცირდა 39.5%-მდე, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მისი 38.2 პროცენტამდე შემცირება. დამატებითი შოკების მოხდენის გარეშე, ვალის მშპ-თან ფარდობა შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს კლებად ტენდენციას.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |