დღეს ქრისტეშობას 11 მართლმადიდებელი ეკლესია ასევე კათოლიკე, პროტესტანტი და სხვა ეკლესიებიც ზეიმობენ

ქრისტეს შობა (შობა) - ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა). 25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.

25 დეკემბერს ქრისტეშობას 10 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს:

კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა, ამერიკის,

25 დეკემბერს შობას მართლმადიდებლური უკრაინის ეკლესიაც ზეიმობს.

377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოყოფილ იქნა და გადატანილ იქნა დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს - 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრამ წლების შემდეგ საჭირო გახდა ახალი კალენდარის შემოღება, იმიტომ რომ ყოველ 128 წელიწადში ერთხელ ერთი დღე- ღამის ცდომილება იყო.   1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი გრიგორიანული კალენდარით შეცვალა.

მართლმადიდებლურ ქვეყანებში სადაც ეკლესიებმა კალენდრული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, სადაც – არა, 7 იანვარს. 25 დეკემბერს ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ.

ისრაელი იყო რომის კეისარის მორჩილებაში. კეისარმა გასცა ბრძანება დაწყებულიყო მოსახლეობის აღწერა. ზუსტი აღწერისათვის აუცილებელი იყო, ყველა მოქალაქე თავისი წინაპრის მშობლიურ ქალაქში გადასულიყო და იქ აღწერილიყო. იოსები და მარიამ ღვთისმშობელი დავითის ტომის შთამომავლები იყვნენ, სწორედ ამიტომ უნდა ჩაწერილიყვნენ ბეთლემში. გზაში დაუღამდათ და ვერ მოახერხეს სასტუმროში თავისუფალი ადგილის პოვნა. ისინი ქალაქის განაპირას ღამის გასათევად ერთ გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც მწყემსებს საქონელი შეჰყავდათ. სწორედ ამ ღამეს დაიბადა იესო, მარიამმა იგი გამოქვაბულში შვა, სახვევებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა.



2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება