კულება ქართველებს - ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება, მომავალი მოგპარონ

ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ, არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

კულებას განცხადებით, რუსეთი საქართველოში იგივე სცენარით მოქმედებს, რასაც ის 2013 წელს უკრაინაში აკეთებდა.

„საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს უკრაინას 2013 წლის ნოემბერში. ივანიშვილი, ისევე როგორც მაშინდელი იანუკოვიჩი, იგივე გეგმას მიჰყვება. ზუსტად 11 წლის წინ, უკრაინის ღირსების რევოლუცია დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როდესაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში. მაშინ უკრაინელები ფეხზე დადგნენ, უარი თქვეს იმაზე, რომ მათთვის თავისუფლება წაერთმიათ და მათმა ბრძოლამ შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა. 

თბილისის ქუჩებში მყოფებს: თქვენი დღევანდელი ბრძოლა იმაზე მეტია, ვიდრე ის, რომ იყო პროევროპელი ან პრორუსი. საუბარია თავისუფლად ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებაზე. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ“,- წერს კულება.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა