ენმ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც გამოძევების შემდეგ ლაშა ფარულავამ განაცხადა, მოსამართლემ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმა.

„ზვიად ცეკვავა მოსამართლეა, მაგრამ სამართალს არ ემსახურება, ეს ადამიანი ივანიშვილს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება. სხდომაზე ზვიად ცეკვავას გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ „არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ არჩევნებს, არა რუსულ სპეცოპერაციას“ - განვაცხადე. სწორედ ეს მოსამართლე იღებდა საარჩევნო დარღვევებზე გადაწყვეტილებებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ ცესკოს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ეს სიმართლე ვუთხარი პირში და ამის გამო გამაძევა",- თქვა ფარულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილე 9 პირის, მათ შორის ლაშა ფარულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა