საია - ინფორმაცია, თითქოს არასამთავრობოებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ, მცდარია

სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონის  წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ეხმაურება და წერს რომ მსგავსი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. 

საიას განცხადებით, საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. სტრასბურგის სასამართლოს კი 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა.

"ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს "რუსული კანონის" წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ. გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. პოსტს თან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 



„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა