Aljazeera - ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ხან-იუნისის დაბომბვას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კარვებზე, რომლებსაც დევნილი მოსახლეობა აფარებს თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზის ერთ-ერთი სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად, სადაც ასევე დევნილები იმყოფებოდნენ.

გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, საერთო ჯამში, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა, 123 კი დაშავდა.



თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება