ზელენსკი - აშშ 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც უკრაინაში დრონების წარმოებისთვის იქნება გამოყენებული

ამერიკის შეერთებული შტატები 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც უკრაინაში დრონების წარმოების დაფინანსებისთვის იქნება გამოყენებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, “პუტინს ეშინია მშვიდობის და სწორედ ამიტომ ეძებს გზებს, რომ გაზარდოს აგრესია და ახლა ჩრდილოეთ კორეა ფრონტზე გამოიყვანოს“.

“მზადდება კიდევ ერთი ცალკეული პაკეტი - 800 მილიონი დოლარი უკრაინული დრონების წარმოების დასაფინანსებლად. უკრაინა მადლიერია ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჭირდება, რომ მსოფლიოში ნებისმიერი პოლიტიკური საფრთხის მიუხედავად, უკრაინამ შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა.

აშკარაა, რომ პუტინს ეშინია მშვიდობის და სწორედ ამიტომ ეძებს გზებს, რომ გაზარდოს აგრესია და ახლა ჩრდილოეთ კორეა ფრონტზე გამოიყვანოს. ეს არის ნათელი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, ვისაც მხოლოდ ომი სურს. და ასეთ ვითარებაში, მე მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა სახელმწიფოსი, ვინც ახლა აძლიერებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა პირველ, დამწყებ სამშვიდობო სამიტს და გვეხმარება მეორე სამიტის მომზადებაშიც“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.



სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - „თიბისი დაზღვევა“
23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება