ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანია, "ჰამასის" ლიდერის, იაჰია სინვარის დაღუპვის შემდეგ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება.

ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში იორდანიასა და კატარსაც ეწვევა.

სახელმწიფო მდივანი ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ასევე განიხილავს, თუ როგორ არის შესაძლებელი "ჰეზბოლასთან" კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა და გააგრძელებს საუბარს ისრაელთან ირანის სარაკეტო თავდასხმაზე მოსალოდნელი პასუხის შესახებ.



სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - „თიბისი დაზღვევა“
23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება