ბორელი - მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ბორელი წერს, რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნები წარმატებით ჩაატარა.

"რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ წარმატებით ჩაატარა არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე",- წერს ბორელი.



სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - „თიბისი დაზღვევა“
23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება