ხმების 100% დათვლილია - მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას დაუჭირა - დაინიშნა არჩევნების მეორე ტური

მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგების 100% დაითვალეს. აღნიშნულ ინფორმაციას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

დათვლილი ხმების მიხედვით, საკონსტიტუციო რეფერენდუმში ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.

ამასთან ერთად, მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 100% დაითვალა და ჯამში არჩევნებზე 1 456 457-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მისი კონკურენტი ალექსანდრე სტოლიანოგლო კი მეორე ადგილს 29,98%-ით იკავებს.

3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 



სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - „თიბისი დაზღვევა“
23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება