სოფელ წინარეხში არმირებული ბეტონის გზის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში არმირებული ბეტონის გზის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რთული რელიეფის მქონე გზაზე ამჟამად ბეტონის საფარი იგება, დასრულების  შემდეგ კი ანაკრები რკინა ბეტონის კიუვეტები მოეწყობა.

"გზის მოწყობის სამუშაო რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით  ხორციელდება.   

პროექტის დასრულება, რომელსაც შპს "ბესკო" აწარმოებს  უზრუნველყოფს ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.



სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - „თიბისი დაზღვევა“
23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება